Wednesday, December 16, 2015

მეცხრე დღე

 დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. დღეს, გავეცანით ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთის პრეზენტაციებს.თითოეული პრეზენტაცია ერთმანეთისგან შინაარსობრივი თვალსაზრისით განსხვავებული და მრავლისმომცემი იყო.გავეცანი ნათია დოლიძის პრეზენტაციას, რომელიც მეტად საინტერესო აღმოჩდა ჩემთვის, იცი ლიტერატურას შეეხებოდა.მარინა კობაიძის პრეზენტაციას ჩემთვის მეტად საინტერესო იყო. მის საკვლევ ობიექტს წარმოადგენდა მოსწავლეთა მიდრეკელებები და აკადემიური მოსწრების შედარებითი ანალიზი.თეონა ზარიძის პროექტი მოიცავდა თემას - ,,ეს მავნებელია", სადაც ისაუბრა სიგარეტის მავნებლობაზე.ელისო დოღაძემ დღევანდელი ყველაზე პრობლემატური საკითხი განიხილა. კერძოდ ახლანდელი თაობის დამოკიდებულება ტელეფონზე, მისმა კვლევამ აჩვენა რომ ჯანმრთელობაზე უარყოფით შედეგს ახდენს ტელეფონი.მიუხედავად ამისა მას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.ნინო მელაძე განიხილა თემა ,,ბარბარიზმები", რომელიც დღევანდელ პრობლემატიკას ეხმიანება, კერძოდ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებთან.ლია ლაზიშვილის პროექტის თემას წარმოადგენდა ,,ზღაპრის რეალობა, ბრძოლა სიკეთისთვის", სადაც უმცროს კლასელებმა დაინახეს და გაიაზრეს ზღაპროს მორალური თვისებები.კასანიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ვაჟა-ფშაველას განუზომელი წვლილი ჩვენს მხატვრულ ლიტერატურაში. მან კვლევის შედეგად განიხილა ,,ამოდის ნათება" სადაც კიდევვ ერთხელ გავეცანით ადამიანის შინაგან თვისებებს., უარყოფითი თვალსაზრისით.ლელა არბოლიშვილის საპროექტო თემა იყო ,,აბრეშუმის გზა". მისმა ბავშვებმა კვლევაში გამოიკითხეს თუ რას წარმოადგენს აბრეშუმის გზა და რა ღირებულება აქვს მას ჩვენთვის.მისმა გამოკითხვამ ცხადყო , რომ მიუხედავად იმისა რომ აბრეშუმის გზის მნიშვნელობა უმთავრესი იყო კავკასიის ხალხისთვის , დღესაც არსებობს ახალი აბრეშუმის გზის იდეა, როგორ სატრანზიტო გზა,. კვლევამ აჩვენა, რომ აბრეშუმის გზა  ჩვენს ქვეყანას მატერიალურ სარგებელს მოუტანს. მაია სტეფანიშვილის პრექტი ყველაზე განსხვავებული აღმოჩდა ჩემთვიას, ალბათ იმიტომ რომ საკითხი მეტად რთულ ქიმიას ეხებოდა. კვლევაში მან განიხილა მეტალები, არამეტალები, შენადნობები, შენადნობის ნარევი და ა.შ კვლევაში მონაწილე ბავშვებმა დაიწყეს მეტალებზე ინფორმაციის მოძიება, მათ მოიკვლიეს ის ტერიოტორიები, სადაც მოიპოვება უხვი რაოდენობით მეტალები.მარიამ ბერუაშვილის საპროექტო თემას წარმოადგენდა ,,კატასტროფის თაობა" ესპანურ ლიტერატურაში, სადაც მოსწავლეებმა გამოიკვლიეს რომ მხატვრულ ლიტერატურას შეუძლია მოსახელობაში პატრიოტიზმის გრძნობის გაღვიძება.
    ტრენინგის ბოლო დღე ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩდა ჩემთვის.აქ იყო იმდენად კომპორტული და მეგობრული გარემო შექმნილი, სადაც მუშაობა სასიამოვნო იყო. დიდი მადლობა ამისთვის ჩემს კოლეგებს და რაღა თქმა უნდა ტრენინგის ხელმძღვანელ მანანა კვინიკაძეს.

Sunday, December 13, 2015

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს, უშუალოდ დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მასალების მოძიებით. კერძოდ,  მოვიძიეთ და გადმოვწერეთ საჭირო ვიზუალური მასალა, ასევე გავეცანით გამოყენებული ინტერნეტ რესურსების საავტორო უფლებებს, რომლებიც ჩავინიშნეთ  word-ის ფაილში და შემდგომ ავტვირთეთ my drive-ზე. დღეს უკვე დავასრულეთ პრეზენტაციაზე მუშაობა და შემდგომ აღნიშნუილი პრეზენდატიიც დასრულებული ვერსია ავტვირთეთ უკვე my drive-ში გახსნილ მოსწავლის ნიმუშის პაპკაში. შემდგომ, გადავამოწმეთ my drive-ში ატვირთული ყველა ის მასალა, რომელზეც ვმუშაობდით ტრენინგის თითოეულ დღეს.
     გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს და ფასილიტაციის მნიშვნელოვან საკითხებს.
    გავაკეთეთ ჩვენს თემასთან დაკავშირებით კითვხარი, რომელიც შემდეგ დავამატეთ ჩვენს ბლოგის გვერძე. ჩვენი პროექტის გეგმა გავასაჯაროვეთ და ასევე ავტვირთეთ კითვხარის მსგავსად ბლოგზე. პროექტის მერვე დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩდა.

Saturday, December 12, 2015

მეშვიდე დღე

  ტრენინგის მეშიდე დღე დავიწყეთ My drive-ში მუშაობით, სადაც დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელებისთვის საჭირო სხვადასხვა დასახელების პაპკების შექმნა, რომელიც უშუალოდ ჩვენს პროექტის გეგმის ეტაპობრივ განვითარებას ეხმიანება. შემდგომ გავეცანით დაწვრილებით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და იქიდან ამორჩეული სტანდარტები გადავიტანეთ და ჩავსვით ჩვენს პროექტის გეგმის შაობლონში. ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა 12 და პროექტის რუბრიკა ავტვირთეთ My drive-ზე. ასევე გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და მის საფუძველზე შევავსეთ განმავითარებელი შეფასებები. გავეცანი ხარაჩოს აგების სისტემას.

Thursday, December 10, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე.

  გავეცანით პროცედურების დაწერის პრინციპს, რომ უნდა შეესაბამებოდეს აქტივობები მიზნებს, მიმართულების მიმცემ კითხვებს, 21 საუკუნის უნარებს, შეფასებებს.

  დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელების დაგეგმის პროცედურების 
მიმოხილვით.შემდგომ თითოეულმა მათგანმა ჩვენი პროექტის გეგმაში გადავიტანეთ პროექტის გეგმის განხორციელების პროცედურები. ყოველივე ამის შემდგომ დავიწყეთ შეფასების რუბრიკის გაცნობა და აღნიშნული რუბრიკა მოვარგეთ ჩვენი პროექტის სასწავლო მიზნებს. დღე საკმაოდ დატვირთული იყო ინფორმაციული თვალსაზრისით.


Sunday, November 29, 2015

მეხუთე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შევაფასოთ სხვის მიერ აღწერილი რეფლექსია და სურვილის შემთხვევაში ჩვენს კომენტარსაც გავცეთ პასუხი. გავეცანით პოზიტიური შეფასების (უკუკავშირის) რჩევებს და მეთოდებს. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი მოსწავლის ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები.

ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვისა და გამოქვეყნების წესებს, ვისწავლეთ, როდის და როგორ  უნდა  აღვნიშვოთ ჩვენს ნაშრომში საავტორო უფლების ნიშანი. გავეცანით როგორ უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია pover point-ში. შევქმენით ჩვენი სლაიდშოუ, ვისწავლეთ დიაგრამის შედგენა და დასრულებული პრეზენტაციები გავიგზავნეთ მეილზე.

Saturday, November 28, 2015

მეოთხე დღე

ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასებაზე. აღვნიშნეთ, რომ შეფასება არსებობს ორგვარი - განმავითარებელი და განმსაზღვრელი. განმავთარებელი შეფასება არის ოთხგვარი.

განვიხილეთ როგორ იქმნება  დროში გაწერილი შეფასების გეგმა. განვსაზღვრეთ, რომ ის კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობასგვაჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.შევქმენით დიაგრამა, მოსწავლეთა საჭიროებების  შეფასება:ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე . ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამატეთ გვერდები.

Wednesday, November 18, 2015

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დაიწყო ჩემი თანამშრომლების მიერ გაკეთებული საინფორმაციო ბუკლეტების გაცნობით
     დღეს ტრენერმა დაწვრილებით გაგვაცნო ბლუმის ტაქსონიმია, რომლის მიხედვითაც პროექტის გეგმაში განვსაზღვრეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. შემდგომ დავიწყეთ სასწავლო ამოცანების შემუშავება და ბუნდოვან დავალებაზე ორიენტირებული ამოცანების განსაზღვრა. ასევე მიმოვიხილეთ სტანდარტების და მიზნების რუბრიკა. თითოეულმა მათგანმა ჩვენს საკუთარ პროექტებზე ჩამოვწერეთ ამოცანები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ჩამოყალიბებას. ჩემს პროექტის გეგმაში განვსაზღვრე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომელის მიხედვითაც ჩემი მოსწავლეებთან აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დავიწყეთ Drive-ში მუშაობა, სადაც მივუთითეთ პროექტის სწავლების მიზნები და შედეგები.


Sunday, November 15, 2015

მეორე დღე


ტრენინგი დაიწყო იმით, რომ დავასახელეთ პროექტები იმის შესახებ თუ რაზე მოვამზადებდით პროექტს.
შევარჩიეთ პროექტის სათაური, ჩავწერეთ შესაბამის ადგილას და შემდეგ აღვწერეთ მოკლედ ამ პროექტის შინაარსი.
შემდეგ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განვსაზღვრეთ მიზნები და ინდიკატორები, რომლებზეც გავალთ პროექტის შედეგად და ისიც ჩავწერეთ შესაბამისს გრაფაში.
ასევე ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის შედგენა. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ პროექტის მიზანი თავიდნვე უნდა შევატყობინოთ მოსწავლეთა მშობლებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის გაუგებრობა. Intel Education Viewer-ის რესურსებში მოვძებნეთ ბუკლეტის ნიმუში და მასზე დაყრდნობით შევადგინე ჩემი პროექტის შესაბამისი, რომელშიც შევცვალე სათაური და ჩავაკარი ფოტო.


Saturday, November 14, 2015

პირველი დღე

პროექტი „ინტელი"
  

 თავდაპირველად გავეცანი ტრენინგის არსს, მიზნებს და ვისაუბრეთ მოსალოდნელ შედეგებზე.
შევედით  საიტზე www.htpc.ge/essential  და გავეცანით ინტელის პროექტის ფორმას - intel education viewer .
ვნახე, თუ როგორ უნდა ვისარგებლო ამ პროგრამით.  მოდულების ჩამონათვალი, ტექსტის მონიშვნა, გაფერადება და შენახვა. შემდეგ ამ მასალის წაშლა-აღდგენა. 
ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის პროექტი და რით განსხვავდება ის გაკვეთილისაგან.  შევქმენი საკუთარი პორტფოლიო, რომელიც შედგება რამდენიმე ფაილისაგან.ამ ფაილებში შევინახე გარკვეული დოკუმენტები.  უკეთ რომ გამეგო პროექტის შედგენის არსი, გავეცანით  viewer -ის რესურსებში არსებულ პროექტ “რომეო და ჯულიეტას" გეგას, რომელსაც გამოვიყენებ საკუთარი პროექტის გეგმის შექმნისას.
ასევე შევქმენი ახალი ბლოგი  - პროექტი „ინტელი" და ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია აღვწერე და გამოვაქვეყნე.