Sunday, November 15, 2015

მეორე დღე


ტრენინგი დაიწყო იმით, რომ დავასახელეთ პროექტები იმის შესახებ თუ რაზე მოვამზადებდით პროექტს.
შევარჩიეთ პროექტის სათაური, ჩავწერეთ შესაბამის ადგილას და შემდეგ აღვწერეთ მოკლედ ამ პროექტის შინაარსი.
შემდეგ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განვსაზღვრეთ მიზნები და ინდიკატორები, რომლებზეც გავალთ პროექტის შედეგად და ისიც ჩავწერეთ შესაბამისს გრაფაში.
ასევე ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის შედგენა. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ პროექტის მიზანი თავიდნვე უნდა შევატყობინოთ მოსწავლეთა მშობლებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის გაუგებრობა. Intel Education Viewer-ის რესურსებში მოვძებნეთ ბუკლეტის ნიმუში და მასზე დაყრდნობით შევადგინე ჩემი პროექტის შესაბამისი, რომელშიც შევცვალე სათაური და ჩავაკარი ფოტო.


No comments:

Post a Comment