პროექტი „ინტელი"
თავდაპირველად გავეცანი ტრენინგის არსს, მიზნებს და ვისაუბრეთ მოსალოდნელ შედეგებზე.
შევედით საიტზე www.htpc.ge/essential და გავეცანით ინტელის პროექტის ფორმას - intel education viewer .
ვნახე, თუ როგორ უნდა ვისარგებლო ამ პროგრამით. მოდულების ჩამონათვალი, ტექსტის მონიშვნა, გაფერადება და შენახვა. შემდეგ ამ მასალის წაშლა-აღდგენა.
ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის პროექტი და რით განსხვავდება ის გაკვეთილისაგან. შევქმენი საკუთარი პორტფოლიო, რომელიც შედგება რამდენიმე ფაილისაგან.ამ ფაილებში შევინახე გარკვეული დოკუმენტები. უკეთ რომ გამეგო პროექტის შედგენის არსი, გავეცანით viewer -ის რესურსებში არსებულ პროექტ “რომეო და ჯულიეტას" გეგას, რომელსაც გამოვიყენებ საკუთარი პროექტის გეგმის შექმნისას.
ასევე შევქმენი ახალი ბლოგი - პროექტი „ინტელი" და ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია აღვწერე და გამოვაქვეყნე.
No comments:
Post a Comment