Sunday, November 29, 2015

მეხუთე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შევაფასოთ სხვის მიერ აღწერილი რეფლექსია და სურვილის შემთხვევაში ჩვენს კომენტარსაც გავცეთ პასუხი. გავეცანით პოზიტიური შეფასების (უკუკავშირის) რჩევებს და მეთოდებს. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი მოსწავლის ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები.

ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვისა და გამოქვეყნების წესებს, ვისწავლეთ, როდის და როგორ  უნდა  აღვნიშვოთ ჩვენს ნაშრომში საავტორო უფლების ნიშანი. გავეცანით როგორ უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია pover point-ში. შევქმენით ჩვენი სლაიდშოუ, ვისწავლეთ დიაგრამის შედგენა და დასრულებული პრეზენტაციები გავიგზავნეთ მეილზე.

Saturday, November 28, 2015

მეოთხე დღე

ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასებაზე. აღვნიშნეთ, რომ შეფასება არსებობს ორგვარი - განმავითარებელი და განმსაზღვრელი. განმავთარებელი შეფასება არის ოთხგვარი.

განვიხილეთ როგორ იქმნება  დროში გაწერილი შეფასების გეგმა. განვსაზღვრეთ, რომ ის კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობასგვაჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.შევქმენით დიაგრამა, მოსწავლეთა საჭიროებების  შეფასება:ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე . ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამატეთ გვერდები.

Wednesday, November 18, 2015

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დაიწყო ჩემი თანამშრომლების მიერ გაკეთებული საინფორმაციო ბუკლეტების გაცნობით
     დღეს ტრენერმა დაწვრილებით გაგვაცნო ბლუმის ტაქსონიმია, რომლის მიხედვითაც პროექტის გეგმაში განვსაზღვრეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. შემდგომ დავიწყეთ სასწავლო ამოცანების შემუშავება და ბუნდოვან დავალებაზე ორიენტირებული ამოცანების განსაზღვრა. ასევე მიმოვიხილეთ სტანდარტების და მიზნების რუბრიკა. თითოეულმა მათგანმა ჩვენს საკუთარ პროექტებზე ჩამოვწერეთ ამოცანები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ჩამოყალიბებას. ჩემს პროექტის გეგმაში განვსაზღვრე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომელის მიხედვითაც ჩემი მოსწავლეებთან აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დავიწყეთ Drive-ში მუშაობა, სადაც მივუთითეთ პროექტის სწავლების მიზნები და შედეგები.


Sunday, November 15, 2015

მეორე დღე


ტრენინგი დაიწყო იმით, რომ დავასახელეთ პროექტები იმის შესახებ თუ რაზე მოვამზადებდით პროექტს.
შევარჩიეთ პროექტის სათაური, ჩავწერეთ შესაბამის ადგილას და შემდეგ აღვწერეთ მოკლედ ამ პროექტის შინაარსი.
შემდეგ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განვსაზღვრეთ მიზნები და ინდიკატორები, რომლებზეც გავალთ პროექტის შედეგად და ისიც ჩავწერეთ შესაბამისს გრაფაში.
ასევე ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის შედგენა. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ პროექტის მიზანი თავიდნვე უნდა შევატყობინოთ მოსწავლეთა მშობლებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის გაუგებრობა. Intel Education Viewer-ის რესურსებში მოვძებნეთ ბუკლეტის ნიმუში და მასზე დაყრდნობით შევადგინე ჩემი პროექტის შესაბამისი, რომელშიც შევცვალე სათაური და ჩავაკარი ფოტო.


Saturday, November 14, 2015

პირველი დღე

პროექტი „ინტელი"
  

 თავდაპირველად გავეცანი ტრენინგის არსს, მიზნებს და ვისაუბრეთ მოსალოდნელ შედეგებზე.
შევედით  საიტზე www.htpc.ge/essential  და გავეცანით ინტელის პროექტის ფორმას - intel education viewer .
ვნახე, თუ როგორ უნდა ვისარგებლო ამ პროგრამით.  მოდულების ჩამონათვალი, ტექსტის მონიშვნა, გაფერადება და შენახვა. შემდეგ ამ მასალის წაშლა-აღდგენა. 
ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის პროექტი და რით განსხვავდება ის გაკვეთილისაგან.  შევქმენი საკუთარი პორტფოლიო, რომელიც შედგება რამდენიმე ფაილისაგან.ამ ფაილებში შევინახე გარკვეული დოკუმენტები.  უკეთ რომ გამეგო პროექტის შედგენის არსი, გავეცანით  viewer -ის რესურსებში არსებულ პროექტ “რომეო და ჯულიეტას" გეგას, რომელსაც გამოვიყენებ საკუთარი პროექტის გეგმის შექმნისას.
ასევე შევქმენი ახალი ბლოგი  - პროექტი „ინტელი" და ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია აღვწერე და გამოვაქვეყნე.